თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, "გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

"აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ "გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.