არსებული ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის გამო ჩეჩნეთიდან საქართველოში გამოქცეული ქალი უსაფრთხოდ არის.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს, გატაცებაში კი მისი და და 5 ჩეჩენი პირი მონაწილეობდა. 

ასევე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას აიძულებდნენ, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომ ის საქართველოს ნებაყოფლობით ტოვებდა. 

შსს აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეტაპზე რაიმე სახის დანაშაული არ დასტურდება. ასევე, პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, დაწყებულია რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

შსს-ს ცნობითვე,  ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის კომუნიკაცია შედგა და მისგან მიღებული ინფორმაციით, მუქარას ან რაიმე სახის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.