"სოლიდარობა მზია ამაღლობელს"  - ამ ლოზუნგით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციას მზიას კოლეგები - ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს მოსამართლე და განიხილება მხარეთა შუამდგომლობაც.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე კი გადაწყვეტილება 17:30 საათზე გამოცხადდება. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.