დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ერთმანეთს თურქული საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” და ისრაელის “ჰაპოელ ბეერ შევას” ქომაგები დაუპირისპირდნენ. ისმოდა გინება და შეძახილები.

დაპირისპირების კადრები ინსტაგრამით გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ პოლიციის ჩართულობით ვითარება მალევე განიმუხტა და არავის დაკავება არ გახდა საჭირო.