ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია, განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. 

"ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.

მაუწყებლობა ამ დროისთვის შეწყვეტილია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩნდა, "ფორმულას" ოფისი კი 17-ე სართულზეა. 

ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.