თბილისში, ცოტნე დადიანის #2-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ჭერი ერთ-ერთი აფთიაქში ჩამოინგრა, იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.