გლდანის რაიონის გამგეობა, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან 12-მდე ავტოფარეხის და უკანონო შემოღობვის დემონტაჟის შემდეგ, ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.

პროექტის თანახმად, დაახლოებით, 1 200 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები,  დაიდგმება საქანელა სკამები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე  ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით,  213 934 ლარი დაიხარჯება.

სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად, გაეცნო.