გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს.

კინოცენტრმა გამოაქვეყნა კონკურსის შედგები, რომლითაც ცნობილი ხდება, რომელი ფილმების გადაღებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

„შინ“ - პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარით;

„იარე“ - პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარით;

„ზღვა ყველას მიიღებს“ - პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარით;

"შენდობა“ - პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარით.

„მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კონკურსიდან დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

„ჩვენი მზე ხომ არ გინახავთ“ - პროდიუსერი: ი.მ ხათუნა ტატუაშვილი (რეჟისორი: ხათუნა ტატუაშვილი) 113 931.56 ლარით;

„ბიჭი და კარალიოკის ხე“ - პროდიუსერი: მცირე მეწარმე ლინა აქულაშვილი (რეჟისორი: ლინა აქულაშვილი) 98 623 ლარით;

„სივრცე ყველაფრის მიმტევებელი“ - პროდიუსერი: ი.მ გიორგი ქურთიაშვილი (რეჟისორი: ნიკოლოზ მესხი) 37 314 ლარით;

„მაყურებლები“ - პროდიუსერი: ი.მ მარიამ ქორთუა (რეჟისორი: მარიამ ქორთუა) 100 000 ლარით.
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსიდან დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

"ჯერაეილ“ - პროდიუსერი: ი.მ თენგიზ ასიტაშვილი (რეჟისორი: თენგიზ ასიტაშვილი) 116 090.13 ლარით;

„დინოზავრი“ - პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გრიგოლ ფალავანდიშვილი) 125 000 ლარით;

"ამბროსი“ - პროდიუსერი: ი.მ რევაზ ნასიძე (რეჟისორი: რევაზ ნასიძე) 124 845.58 ლარით.

კონკურსის "სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) დაფინანსება“ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის გადაწყვეტილებით, განსახილველი პროექტ(ებ)ი მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა და კონკურსი დასრულებულად გამოცხადდა.