გაერთიანების იურისტებმა დღეს, “სფერო ჰოლდინგის” სათავო ოფისში სპეციალური განცხადება გააკეთეს.

დღევანდელ ბრიფინგზე “იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების" იურისტებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი კახა კუკავა მევახშესთან ალიანსშია. იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ, კონკრეტული მტკიცებულებებიც, რომელიც მათი თქმით, პირდაპირ ამტკიცებს, კახა კუკავას ალიანსს მევახშესთან.

მათი თქმით, გაერთიანების მთავარი მესიჯი მკაფიოა, მევახშეებს და მათ წარმომადგენლებს, ეძლევათ ერთთვიანი ვადა, იმისთვის, რომ დაზარალებულებს თაღლითური გზით წართმეული უძრავი ქონებები დაუბრუნდეთ.

იპოთეკით და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები უკვე წლებია, მევახშეებისგან მოტყუებულ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ და მათ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში იცავენ.

იპოთეკით და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები უკვე წლებია, მევახშეებისგან მოტყუებულ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ და მათ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში იცავენ. ისინი გამომძიებელ ჟურნალისტებთან და „დამოუკიდებელ საგამოძიებო“ პალატასთან ერთად ამხელენ მევახშეებს, თაღლითურ სქემებს შიფრავენ და სააშკარაოზე ყველასთვის დაფარული საქმეები გამოაქვთ.