კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო. 

"სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით,  აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

პირველი ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეზღუდულია ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, რის შემდეგაც, შეზღუდვა მარცხენა ზოლსაც შეეხება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.