სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ ეგანა მაგამაროვამ ციხე დატოვა. მან მისთვის შეფარდებული 3-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "სანდო წყარო" ავრცელებს.

საქმის მასალების თანახმად, დედამ არასრულწლოვანი შვილი იძულებით გაათხოვა. იმ დროს, როცა მოზარდი თავის დაღწევას და გაქცევას ცდილობდა, ოჯახმა ის ძალადობრივ გარემოში, მოძალადე მამაკაცთან იძულებით დააბრუნა, რასაც მოგვიანებით გოგონას მკვლელობა მოჰყვა.

გამოძიებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანს ე.წ. ქმარმა ზურგში ესროლა. დამნაშავეს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.