მე, აი, ამ წუთიდან ვაცხადებ შიმშილობას. მე ხომ გითხარით, პროკურორებო, ერთხელ - ცოცხალი გაიოზ ჩარკვიანის არ შეგეშინდათ? მკვდარი გაიოზ ჩარკვიანის შეგეშინდებათ მაშინ, - ამის შესახებ 20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში ბევრი ეჭვი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მტკიცებულებების უქონლობის გამო, თავს იკავებს გასაჯაროებისგან.

"ადამიანური თვალსაზრისით, მივმართე გვარაკიძეს, ბატონ პროკურორს. თვითონაც მშობელი მამაა, მეც მშობელი მამა მივმართავ. რეაგირება არანაირი არ მოჰყვა. კიდევ იქნება განცხადებები.

მე ერთხელ დავიჩოქე ჩემი შვილის საფლავზე, ერთხელ შევფიცე ჩემს შვილს და კიდევ ფიცი ვთქვი 5 წლის შემდეგ, როცა ჩემი შვილის საფლავზე ჯვარი აღვმართე.

მე, აი, ამ წუთიდან ვაცხადებ შიმშილობას. მე ხომ გითხარით, პროკურორებო, ერთხელ - ცოცხალი გაიოზ ჩარკვიანის არ შეგეშინდათ? მკვდარი გაიოზ ჩარკვიანის შეგეშინდებათ მაშინ. 

მდინარაძეზე უამრავი მტკიცებულება გამაჩნია, მაგრამ ამ მტკიცებულებას თუ არ ექნა ძალა, არ მინდა, ჩემი შვილის საქმეზე რამე მანიპულირება გავაკეთო, ვინაიდან, 5 წელია ამ საქმეზე ვიბრძვი და არ მინდა, რაიმე პოლიტიკური იარლიყი მომაკრან.

ვარაუდი სხვაა და მტკიცებულება - სხვა, თუ არ მექნება მტკიცებულება, ვერ ვიტყვი. არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იყო მფარველობა, მაგრამ არ გამაჩნია მტკიცებულება. თუ მოვიპოვებ, ამასაც ვიტყვი", - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა. 

20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა დაიწყო. ის შვილის კორონავირუსით გარდაცვალების დღიდან ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. 

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.