აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით უსმან ნურმაგომედოვს და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.

მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.

ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.