ნატო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად PAC-2 და PAC-3 ტიპის საზენიტო რაკეტებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

ზელენსკიმ რუტეს უკრაინის ცის დაცვაში უცვლელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მასირებული დაბომბვების გამო ამჟამად ვითარება უკიდურესად რთულია - მხოლოდ ნოემბრის პირველ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 115 რაკეტა, ასევე ათასობით მართვადი საავიაციო ბომბი და რეაქტიული "შაჰედი" გაუშვა.

ზელენსკის თქმით, ანტიბალისტიკური რაკეტების მუდმივი დეფიციტის გარდა, რითაც მტერი ენერგეტიკაზე დარტყმებისთვის სარგებლობს, ახალი ტექნიკური სირთულეებიც წარმოიშვა. კერძოდ, რეაქტიული დრონების ჩამოგდებას ხელს უშლის ფრონტის ხაზის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემა Starshield-ის მუშაობაში არსებული შეფერხებები.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების გააქტიურების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამშვები სისტემები ცარიელი არ დარჩეს.

"ხელოვნური შეზღუდვები მშვიდობაზე არ მუშაობს, ისინი აგრესორზე მუშაობენ. მადლობა, მარკ, PAC-2-ითა და PAC-3-ით დახმარების მზადყოფნისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.