თბილისში, მეტეხის ხიდიდან მსუბუქი მანქანა მტკვარში გადავარდა.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, მძღოლმა ხიდზე არსებული რკინის მოაჯირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.

მძღოლი გადარჩა და ის უკვე ამოყვანილია მტკვრიდან.

ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.