ქართველი ერის სულიერი გატეხა და გაძარცვა შეუძლებელია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერს.

"ეს არის სიკვდილის მტაცებელი ერი! არ უნდა აკადრო მას უკადრებელი. ფშაური ნათქვამია: "ძველთაგან მოდის თქმულება მგელი არ იძარცვებისა, რაც არა ჰმოსავ ტანზედა, არც არა გაეხდებისა".

ქართველი ერის სულიერი გატეხა და გაძარცვა შეუძლებელია. 

ამ ერის შვილების გულზე წერია: სიმამაცე და სამშობლოს ერთგულება!" - წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი.