აქციების დროს დაკავებულმა - ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ანრი კვარაცხელიამ და გიორგი მინდაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.

გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ამავე ბრალდებით იყო დაკავებული ანრი კვარაცხელია, რომელსაც 4,6 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროს დეკემბერში ტოვებდა.

მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობასთან დაკავშირებით 232 პატიმარი შეიწყალა.