პარლამენტთან, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია.

პოლიციამ შეკრებილებს ჩიტაძის ქუჩა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

იქამდე მოქალაქეები ცდილობენ პარლამენტისთვის წრე შემოერტყათ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ მისცა.

ადგილზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.