ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს გუნდს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოლიმპიადა სავსე იქნება ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით“, – წერს ზურაბიშვილი.