საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი ცნობით, 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, სადაც გამორჩეული იქნება საპატრიარქო სამი კანდიდატი.

"ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი", - აღნიშნულია განცხადებაში.