მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, დოროთე ყურაშვილს შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქოს ცნობით, დოროთე ყურაშვილი მანამდე არაერთგზის იყო გაფრთხილებული მღვდლისთვის შეუსაბამო საქციელის გამო.

"სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება”, - აღნიშნულია განცხადებაში.