კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით, 200 მეტრში შეგვხვდა დათვი და წამოვედით ტყეში, ვიარეთ 5 დღე. ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე, არაფერი არ აგვრევია,  - ამის შესახებ გოგიტა ფარჯიანმა განაცხადა. 

"ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით, 200 მეტრში შეგვხვდა დათვი და წამოვედით ტყეში და ვიარეთ 5 დღე. ტელეფონები ორივეს დაგვიჯდა. ჩვეულებრივი "კემპინგი" და თავგადასავლები იყო. ღამეს კარავში ვათევდით. კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას და გადავიფიქრეთ დათვის გამო. ჩამოვედით ტყეებით. ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე, არაფერი არ აგვრევია. 
რომ ჩამოვედით პირველივე ოჯახს ვკითხეთ მაღაზია და გვითხრეს, თქვენ გეძებენ, სავარაუდოდო", - განაცხადა გიორგი ფარჯიანმა.

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, ლენტეხის ცენტრში უკვე ჩავიდნენ.