სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი იპოვეს, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი კონტაქტზე თვითონ გამოვიდნენ.

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს 21 ივლისს ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.

სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი.