სვანეთის მთებში გაუჩინარებული 2 ახალგაზრდა - მეხუთე დღეა, გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს უშედეგოდ ეძებენ. 

სამძებრო სამუშაოებში მეორე დღეა ჩართული არიან მაშველები, თუმცა მათ კვალს ვერავინ მიაგნო.

დაკარგულების ახლობლების მოთხოვნის მიუხედავად სამაშველო ოპერაციაში ჯერ არ ჩართულა ავიაცია, არადა რთული რელიეფის გათვალისწინებით,  ვერტმფრენებისა და თერმული დრონების გარეშე სამაშველო ოპერაცია უკიდურესად რთულდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფარჯიანი და გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს მათთან კონტაქტი გაწყდა.

კონტაქტის გაწყვეტამდე კი დაკარგულმა ახალგაზრდებმა ახლობლებთან დარეკვა და იმის თქმა მოასწრეს, რომ გზა აებნათ. მათ ოჯახის წევრებს ვიდოჩანაწერებიც გადაუგზავნეს, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ.