გიორგი ბაჩიაშვილს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

"მრავლობითი დაზიანებები აქვს, რა სახის დაზიანებები აქვს კონკრეტულად მე ვერ გეტყვით, ამის უფლება არ მაქვს. გეტყვით, რომ მას გაეწია შესაბამისი დახმარება, კონსულტირებული იყო სხვადასხვა ექიმების მიერ და ექიმების გადაწყვეტილებით, დაბრუნებულ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში.

რეკომენდაციაც ასეთია, რომ ის უნდა ყოფილიყო პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პაციენტს ყველა ის კვლევა ჩაუტარდა, რომელიც საჭიროა ამ დაზიანებების დროს, გაკეთდა ჭრილობის დამუშავება, პირველადი ქირურგიული", - განაცხადა ჩხაიძემ. 

გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სამარტოო საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.