გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა.

ფეხბურთელების განახლებული ფასები Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასმა, 10 მილიონი ევროთი მოიმატა და 45 მილიონ ევროს მიაღწია, რითაც მსოფლიოს რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა და პირველ ადგილს დიეგო კოშტასთან იყოფს.

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის იყო.