საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში", - წერს ოქრიაშვილი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში", - წერს ოქრიაშვილი.
1792512500
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვას. სარჩელი სასამართლოს მმართველი უმრავლესობის 88-მა დეპუტატმა წარუდგინა. პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ და სრულად ვცემ პატივს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.პოლიტიკური პლურალიზმი ჯანსაღი დემოკრატიის აუცილებელი პირობაა და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში, ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს სახით, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. სწორედ ეს უფლებები აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას საშუალებას, ორგანიზებულად იმოქმედონ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას განსაკუთრებით დამაჯერებელი დასაბუთება სჭირდება და აუცილებლობისა და თანაზომიერების მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია და საქართველოც ამ სივრცის ნაწილია.მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის კანონიერ როლს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების დემოკრატიული შეზღუდვების მოხსნას ცდილობს, სწორედ იმ ქვეყანას ასუსტებს, რომლის სამსახურშიც თავს მიიჩნევს. ეს პროცესი მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვების ზრდის ფონზე. ეს მოვლენები ერთობლიობაში, საფრთხეს უქმნის ბალანსისა და შეკავების იმ მექანიზმებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია. ევროპის საბჭო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა შეუწყოს ხელი კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას “, – აცხადებს ალენ ბერსე.პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ხვალ, 21 ოქტომბერს იწყება.
1792505768
სამსახურის ცნობით, დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეებისგან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - ის გამოიყვანეს ადვოკატთან, რა დროსაც მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია დერეფანში ფანჯრის მინა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა."სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1792501560
მისივე თქმით, ქურდები განაგებენ ციხეს."სცენარი დადგეს და ვატო ყიფიანი და სხვები ტყუილუბრალოდ, ვითომ დაიჭირეს. ხუთი ადამიანი: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს საკანში, ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. მთელი ღამე კვლავ ზეწოლის ქვეშ იყო. ეტყობა, აწამებდნენ. გოგას ვენები გადაუჭრია. მასზე არაფერი ვიცი. მამაომ ნახა დათო, მაგრამ გოგა არ უნახავს. ისიც გადასაყვანია იმიტომ, რომ ნაკერები არ ადევს.იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს.ხომ გვყავს ჩვენ უფლებადამცველი? სახალხო დამცველს იმხელა შენობა აუშენეს, რისთვის არის ეს საჭირო? სახალხო დამცველმა კარგად იცის მისი უფლებები, გუშინ რომ კამერაში შეიყვანეს და იქ შუქი არ აუნთეს კამერაში, ეგ როგორ იყო? საკანში არც შეიყვანეს, არ ვიცი მე საიდან შეახედეს, მაგრამ შუქი არ აანთეს, როგორ ვერ მოახერხა ეს, რომ შუქი აენთებინებინა? იმიტომ არ შეიყვანეს საკანში, რომ 5 კაცი ქურდები ეჯდა იქ კამერაში. თუ ციხის უფროსმა არ იცოდა, რომ 5 ქურდი ჩაუსვეს პირდაპირ კამერაში, ესეც პრობლემაა მისთვის. თუ ისიც არ იციოდა, რომ 16 რიცხვიდან დღემდე იქ მიდის წამება, ეს ისევე მისივე პასუხისმგებლობაა და მათი ზემდგომების", - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
1792497060
მისივე თქმით, საკითხი დგას ასე - ან შედგება გაერთიანება საერთო საქმის გარშემო, ან ყველა გაქრება."ლიტვაში [ლიეტუვაში] IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო.ჯერ ერთი, დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო კუტოკებისა და მეორეც, მთელი ეს წლები დავდივარ "მოდი გავერთიანდეთ" ლოზუნგით და თქვენ კი კრეისერული სიჩქარით გამირბიხართ და ისევ მე მხედავთ მთავარ პრობლემად და არა ივანიშვილს.ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე, ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
1792494506
მისი თქმით, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს."მე ვნახე მისი განცხადების შინაარსი. სათაურისგან განსხვავდებოდა. მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას და უნდა იურიდიული კარიერა არ დაასრულოს. სათაურში სხვანაირად იყო ეს ყველაფერი გამოტანილი, თუმცა ეს არ არის საინტერესო. მთავარია, რომ მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა კობახიძემ.
1792494366
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმე არის რუსეთის გეგმა, რომლითაც სხვა პრობლემების გადაფარვა სურთ."მე ჩვენი პარტნიორების ნაცვლად არასდროს არ ვსაუბრობ. ჩვენ ვიცით, რა არის თავისუფალი სამყაროს საჯარო პოზიცია. ივანიშვილის რეჟიმის კურსი არის თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება საქართველოს მტრის, რუსეთის სასარგებლოდ. ეს არის მათი გზავნილი, ჩვენი კი არის ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ეს არ არის პარტიების ამბავი, ეს არის ის, რომ ამ ნაბიჯით რეჟიმს უნდა, რომ ძალა აჩვენოს და საქართველოს მომავლის ხარჯზე გააგრძელოს საკუთარი ინტერესების შენარჩუნება ჩვენი მტრების სასარგებლოდ. მათი გზავნილი ე.წ. დალაგებაზე რუსეთთან არის არა მშვიდობისკენ სვლა, არამედ სისხლისღვრისკენ და ამის გადასაფარადაა, რასაც პარტიებზე აკეთებს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.ოპოზიციონერი ლიდერების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. ისინი ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის საელჩოში რამდენიმე ელჩს შეხვდნენ. საუბრის თემა კი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.
1792494240
სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, სავარაუდოდ, 5 ნოემბერს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.მურთაზ ზოდელავასთან ერთად საპროცესო შეთანხმება, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდებათ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა აქვთ მისჯილი, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი 5-5 წლით
1792491720
მისი თქმით, მძიმე იქნება ის პასუხისმგებლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დაეკისრებათ."მანანა კობახიძეს ეყო ინსტინქტი, თავი გადაერჩინა, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მას ესმის იმათზე მეტად, ვინც დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ვისაც ხელი უნდა შეაწმინდოს ბიძინა ივანიშვილმა.მძიმე იქნება ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, საერთაშორისო სანქციების კუთხით და მათ შორის ქვეყნის შიგნითაც. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ მკაფიო არჩევანი სამშობლოს და კრემლის გადაწყვეტილებას შორის", - განაცხადა ანა წითლიძემ.
8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791402510
მიხეილ სააკაშვილი - ბორია მოდი აქ! მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!
1791276056
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791489503
პროექტზე "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება - პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება
1791360098
ზელენსკი - უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს, თუ კრემლი ჩვენს ენერგეტიკას არ შეეხება
1791717517