09:00 საათზე - სასტუმროში Hilton Garden Inn Tbilisi, გრძელდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“.

საჯარო ღონისძიებას გახსნის და აუდიტორიას სიტყვით მიმართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 64ა

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს საბანკო ასოციაციის" კიბერუსაფრთხოების კოორდინატორის ინგა ქარჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ბოლო პერიოდში გააქტიურებული კიბერთაღლითობის სქემები. რჩევები მოქალაქეებს - როგორ ამოვიცნოთ კიბერთაღლითები".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

15:00 საათზე - სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ ბრიფინგს გამართავენ და მედიის კითხვებს უპასუხებენ გერმანიის ბუნდესტაგის წევრები: გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, მწვანეები/The Greens რობინ ვაგენერი; ბუნდესთაგის დეპუტატი, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სპიკერი ევროპული პოლიტიკის საკითხებზე (FDP) თომას ჰაკერი; ბუნდესთაგის დეპუტატი, საგარეო კომიტეტის წევრი, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, CDU/CSU ფრაქცია კნუტ აბრაჰამი; პრესკონფერენციას მოდერაციას გაუწევს: თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის უფროსი მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი 2014-2019 წლებში რებეკა ჰარმსი.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 64ა