05:45 საათზე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში [სტამბოლის რეისით] ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე საქართველოში დაბრუნდება.

10:30 საათზე - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თელეთის ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი თელეთი, ქვესადგური „თელეთი 220"

 

10:30 საათზე - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ლევან ბეჟაშვილი და ხატია დეკანოიძე უპასუხებენ.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული

საკონტაქტო ნომერი: 551 633 644 ანუკა გაბელია

 

11:00 საათზე - "ერთიანობა" - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი საქართველოში და გაღატაკებული ხალხი

მისამართი: გლდანი, ნაზვრების ქუჩა (შემოვლითი გზის მიმდებარედ)

საკონტაქტო პირი: ნათია ქაქუჩაია - 598 73 39 02

 

11:00 საათზე - პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბში ანა დოლიძის, რევაზ აფხაზავას, სიმონ ჯანაშიას და ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ბავშვთა სიღარიბე და შიმშილობა

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ალოობის პერიოდი სრულდება - როგორია ხორბლის მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესი. ფქვილზე საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა - როგორია ვითარება ბაზარზე".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო პირი: 593 534 524

 

12:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით - „სოლიდარობა აფგან სადიქოვს: არა ექსტრადიციას აზერბაიჯანში!“ გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

 

15:00 საათზე - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება წარმატებული დიასპორელების და დიასპორელ მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს" წარმომადგენლების დაჯილდოება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

 

19:00 საათზე - სეუს კინო დარბაზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ საკვირაო სკოლებში მოღვაწე ემიგრანტი პედაგოგებისა და მოზარდების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "მგზავრი წერილები" პრემიერა გაიმართება.

მისამართი: წინანდლის 9.

საკონტაქტო ნომერი: 592 12 46 33