10:00 საათზე - ქუთაისში, მერიის წინ, ქუთაისის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის წევრის გიგა შუშანიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "ქუთაისის მერიაში 100 ათასი ლარით გაზრდილი ხარჯები, მათ შორის 70 ათასი ლარით იზრდება ხელფასები“.

საკონტაქტო პირი: გიგა შუშანია - 5 577 585 656

მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის N3

11:00 საათზე - „ევროპის უნივერსიტეტში" არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება, რომელზეც არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები იქნება წარმოდგენილი.

მისამართი: გურამიშვილის გამზირი N76, (ევროპის უნივერსიტეტი, I კორპუსი, მე-5 სართული, ზ. ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი).

 

12:30 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის - ყველა სისხლდენითი დაავადების დიაგნოსტირება“ გაიმართება.

მისამართი: 26 მაისის მოედანი

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

 

13:00 საათზე - ამბროლაურში, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

მისამართი: თამარ მეფის ქუჩა, 1; ამბროლაურის კულტურის ცენტრი