10:00 საათზე - დეა მეტრეველი, ანა გოგოლაძე, თეონა ჭალიძე და ბარბარა ჯიმელი სულაშვილი მოქალაქეებს მიმართავენ.

თემა: 15 აგვისტოს დაგეგმილი კამპანია სიმართლის გასავრცელებლად ,,გაიყოლე გაზეთი ,,თავისუფლების ხმა ციხიდან" ყველა სამეზობლოში სოფელში, რაიონსა თუ ქალაქში.

მისამართი: რუსთაველის გამზ 10. პირველი სკოლის წინ

საკონტაქტო ნომერი: 591051601

10:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში", მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

 

12:00 საათზე - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ერთიანობის 8-პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია და მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან საჯარო განხილვა გაიმართება.

მისამართი: შევჩენკოს ქუჩა №1 , შოთას საკონფერენციო დარბაზი

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.