09:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

09:30 საათზე - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნება.

მისამართი: „Courtyard by Marriott Tbilisi“

 

10:30 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

10:30 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

 

11:00 საათზე - მე-14 საჯარო სკოლასთან "ძლიერი საქართველო - ლელოს" თბილისის საკრებულოს წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "თბილისი ახალ სასწავლო წელს ძველი და წლობით მოუგვარებელი პრობლემებით ხვდება".

საკონტაქტო პირი: გიგლა თუმანიშვილი - +995 577 11 80 81

 

11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მისამართი: ვაჟა ფშაველას 45ა, "ფორმულას" შენობა სართული - 3.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:50 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

13:00 საათზე - "კოალიცია ცვლილებებში" ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: ირაკლი გამყრელიძის 4, ინდოეთის საელჩოს პირდაპირ.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.