პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.