09:30 საათზე - საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: „საქართველოს კანონპროექტი ტურიზმის შესახებ" ხარჯ–სარგებლიანობის ანალიზის პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: რესპუბლიკის მოედანი N1, „რესპუბლიკა, ივენთ ჰოლი“

10:00 საათზე - "გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები, სკოლის ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

თემა: სკოლებში არსებული პრობლემები

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 52 (განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

 

11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან ვასო ურუშაძესთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

თემა: "რუსული ФСБ-ს გავლენები საქართველოში - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს გაასაჯაროებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტს".

მისამართი: კახეთის გზატკეცილი #45

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის" (FAO-ს) პოლიტიკის უფროსი მრჩევლის ჯუბა მარუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "სურსათის ბანკის" შექმნის საკითხი საქართველოში.

მისამართი: კოსტავას ქ. 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

15:00 საათზე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)