12:00 საათზე - პარლამენტის სპორტის, კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
12:00 საათზე - პარლამენტის სპორტის, კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
1787773659
მისივე თქმით, უკრაინამ უკვე იმ განვითარების ეტაპს მიაღწია, სადაც ტექნოლოგიებს თავადვე აწარმოებს."უკრაინა უკვე სხვა ფორმაშია, სხვა დადებითი ამბიციები გააჩნია. დღეს უკრაინა უკვე აღარ სთხოვს შეიარაღებას დასავლეთს, არამედ სთხოვს სისტემების ისეთ დეტალებს, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ მან თვითონ აწარმოოს ტექნოლოგიები. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტის დროს მაგაზე დადეს ხელშეკრულება, რომ ბრიტანეთი გადასცემს Storm Shadow-ის ტექნოლოგიას, საფრანგეთი მზად არის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იწარმოოს ფრთოსანი რაკეტები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგიასთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც, შვიდი კომპანია იყო ჩასული უკრაინაში და ხელშეკრულებები დაიდო, რომ უკრაინამ ნორვეგიასთან ერთად აწარმოოს ჰაერსა და ხმელეთში უპილოტო აპარატები. ფინეთთან დაიდო ხელშეკრულება, რომ ფინეთის ტერიტორიაზე განხორციელდება წარმოება ფინეთის ტერიტორიაზე უპილოტო აპარატების და ასე შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპული ინდუსტრია ნაწილობრივ გადადის უკრაინაში.წარმოებიდან ბრძოლის ველამდე ციკლი მნიშვნელოვნად არის შემოკლებული, აქ აღარ არის დამატებითი პროცედურები საჭირო, პირდაპირ ბრძოლის ველზე მიდის და იქიდან უკვე ინფორმაციით ბრუნდება, რა აქვს დადებითი და რა უარყოფითი ამ ტექნოლოგიას. ცოცხალ რეჟიმში ხდება ყველაფერი და ეს ხდება ძალიან აქტიურად და ძალიან სწრაფად.ამასთანავე, ის, რაც ძალიან კარგი გვეგონა, უკრაინის ფრონტზე გამოჩნდა, რომ ისეთი კარგი არ არის, მაგალითად, "ჯაველინები", ასევე, თურქულმა უპილოტოებმა ისეთი შედეგები ვერ დადო, რაც პირველ წლებში იყო. ეს არის ლაბორატორია, ომი კარგი და ცუდი გაგებით არის ლაბორატორია, სადაც სამხედრო ინდუსტრია ცდის თავის წარმოებას, სისტემებს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
1787773267
მისივე თქმით, ამ მეორედ პრემიერობის ფასს ახლა იხდის ირაკლი ღარიბაშვილი."ახლა ირაკლი ღარიბაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, ხომ ვიცით, რომ პასუხისმგებლობა კობახიძის, ივანიშვილის და ამ გუნდის იქნება, ამაში ხომ ორი აზრი არ არის?! უნდა გავიხსენოთ თორნიკე რიჟვაძე, როდესაც ღვთის მადლით, ის სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ახლა ეს ადამიანი საზოგადოებისთვის აღარ არსებობს, თავის ქვეყანაში ვერ ჩამოდის, გარდა ამისა, არავინ იცის, მტყუანი იყო თუ არა, ის წერილი მისი იყო თუ არა, მაგრამ ის, რომ ადამიანი ცოცხლობს და სუნთქვას, არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ რა ვიცი, ეს ამათი არჩევანია. გულწრფელად რომ მინდოდეს შველა, ვერ დავეხმარები იმიტომ, რომ მათ თავად აირჩიეს ამ ტიპის ცხოვრება.ძალიან მაინტერესებს, ღარიბაშვილი ჩვენს შვილებს რომ სატანისტებს ეძახდა, მაშინ რას ფიქრობდა? მაშინ ერთხელ მაინც რომ დაფიქრებულიყო თუნდაც საკუთარ მომავალზე და შვილებზე... რატომ გაწირა ასე თავი და ოჯახი?!ღარიბაშვილმა ხომ იცის თავად, რომ პრემიერი უბრალოდ ფორმალურად იყო? თავად ხომ იცის, სუსის საშუალო რანგის თანამშრომელი რომ აცვლევინებდა გადაწყვეტილებებს, თორემ არაჩვეულებრივად შეეძლო რაღაცების გაგება და გააზრება და ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდა, რაღაც კარგი საქმე გამოსვლოდა, მაგრამ ხომ მიხვდა, რომ უბრალოდ მას შესაძლებლობებს არ აძლევდნენ?! აი, ამის მერე მეორედ რატომ მობრუნდა პრემიერ-მინისტრად? ფასი, მისი მეორედ მობრუნების არის ის, რასაც ახლა იხდის", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
1787772922
მისივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
1787772531
გამოცემის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე შეათანხმა, საბოლოოდ კი ისინი დახმარების შესახებ მეცამეტე დეკრეტში უნდა აისახოს.პაკეტის ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ევრომდეა და მისი დაფინანსება ევროკავშირის პროგრამით – Ukraine Support Loan-ით იგეგმება. სამხედრო დახმარება მოიცავს 4 ერთეულ SAMP/T NG საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, Aster 30 რაკეტებსა და შორი მოქმედების 7 რადარს (მათგან ექვსი ფრანგული კომპანია Thales-ის წარმოებისაა, ერთი კი – იტალიური Leonardo).გამოცემის ცნობით, ეს არის იტალიასა და საფრანგეთს შორის ივლისში დადებული შეთანხმების შედეგია. ორი ქვეყანა ერთობლივად აწარმოებს SAMP/T სისტემებს და Aster 30 რაკეტებს, რომლებიც გამოიყენება საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვისთვის.
1787772522
11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.მისამართი: ვაჟა ფშაველას 45, "ფორმულას" შენობა სართული -3.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოქალაქეთა გაერთიანების „ანტიანექსიური პლატფორმის“ პრეზენტაცია გაიმართება.მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ.13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ (ქინგ გიორგი მირიანის დარბაზი).
1787772328
კურო დღეს სტაბილურობის შენარჩუნება თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაძლოა სასიამოვნო ფინანსური სიახლე ან მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. საღამო ახლობლებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია.ტყუპები ინფორმაციითა და კომუნიკაციით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარი, შეტყობინება ან შეხვედრა. კარგი დროა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. სიყვარულში მოერიდეთ ორაზროვან სიტყვებს - პირდაპირობა უკეთეს შედეგს მოგიტანთ.კირჩხიბი ემოციური ფონი შეიძლება ცვალებადი იყოს, ამიტომ ეცადეთ სხვისი სიტყვები ზედმეტად პირადად არ მიიღოთ. სამუშაო საკითხებში მშვიდი ტაქტიკა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება. საღამოს დასვენება და ენერგიის აღდგენა დაგჭირდებათ.ლომი თქვენი თავდაჯერებულობა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დროა საკუთარი იდეების წარსადგენად და ინიციატივის გამოსაჩენად. თუმცა ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფთა მოსაზრებებსაც. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ქალწული პრაქტიკული და ორგანიზებული მიდგომა საშუალებას მოგცემთ დაგროვილი საქმეები სწრაფად მოაგვაროთ. შესაძლოა საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ, საბოლოოდ გადაწყდეს. ფინანსურად სიფრთხილე გამოიჩინეთ და საეჭვო შეთავაზებებს ნუ ენდობით.სასწორი დღე ურთიერთობების დალაგებასა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას უწყობს ხელს. შესაძლოა ძველი ნაცნობი დაგიკავშირდეთ. სამსახურში კომპრომისი უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე დაპირისპირება. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი.მორიელი ძლიერი ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. ნუ უგულებელყოფთ დეტალებს - მცირე ფაქტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგცეთ. ფინანსურ საკითხებში გადაწყვეტილება ემოციების გარეშე მიიღეთ. ურთიერთობებში ზედმეტ ეჭვიანობას მოერიდეთ.მშვილდოსანი ახალი იდეებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისთვის და ახალი საქმის დასაწყებად. მოულოდნელმა შესაძლებლობამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ. სიყვარულში მეტი სპონტანურობა სასიამოვნო შედეგს მოგიტანთ.თხის რქა პროფესიულ სფეროში თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელთან ან პარტნიორთან. ფინანსური გეგმების გადასახედად კარგი დღეა. საღამოს ეცადეთ სამუშაოზე ფიქრს ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ.მერწყული უჩვეულო იდეები და შემოქმედებითი მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. დღეს შესაძლოა ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ახალი ადამიანების გაცნობა მომავალში საინტერესო შესაძლებლობად იქცევა. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიახლეა შესაძლებელი.თევზებიდღეს საკუთარ ინტუიციას განსაკუთრებით ენდეთ. ემოციური მგრძნობელობა გაიზრდება, თუმცა სწორედ ეს დაგეხმარებათ ადამიანების განწყობის სწორად შეფასებაში. ფინანსურ საკითხებში ზედმეტი რისკი არ ღირს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით.
1787769762
"მრავალჯერ მითქვამს, რომ ღარიბაშვილი მსხვერპლია! მსხვერპლია კობახიძის ცრუ დაბეზღებების, მსხვერპლია კობახიძის ცილისწამებების, მსხვერპლია კობახიძის ცრუ ჩურჩულის, მე ცალსახად მჯერა, რომ სწორედ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილის სრულ განადგურებას და სწორედ ამ ჯგუფმა შეუგზავნა ღარიბაშვილს ციხეში წერილი.მე დარწმუნებული ვარ, რომ ბურჭულაძეც და მხეიძეც მძიმე წნეხში მოაქციეს, მათ ამ წნეხს ვერ გაუძლეს და იძულებით მისცეს ცრუ ჩვენება, აკი პრემიერმა კობახიძემ გვითხრა: რაც მოხდება, ღარიბაშვილისთვის ცუდი იქნებაო.სხვადასხვა მოსაზრებებს ვისმენდი ბოლო დღეების მანძილზე და მე ყველა კუთხით გავაანალიზე არსებული ვითარება. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ღარიბაშვილს ვურჩევ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას. ის კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური პატიმარია და გამოსავალიც მხოლოდ ერთია - გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!ჩვენი პარტიის - "პატრიოტთა ალიანსის" ირგვლივ 50-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული, ზოგი ძალიან პატარაა, ზოგი-დიდი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს, შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი.რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჩემს უკან არასდროს არ მდგარა ღარიბაშვილი და რომ მე ყოველთვის საჯაროდ ვმოქმედებ და აი, ახლაც საჯაროდ ვაცხადებ, რომ მხოლოდ სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო! მე არ ვიცი, ღარიბაშვილს მოეწონება თუ არა ეს აზრი ან გაიზიარებს თუ არა ამ აზრს, სხვათა შორის, ამ განცხადებით წინასწარ ვუჭრი გზას კობახიძე-მდინარაძეების ცრუ ბრალდებებს, ცილისწამებებსა და ხაფანგებს", - წერს ინაშვილი.
1787766311
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რაღაცას აპირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს.“ვის ებრძვის, ვინ არის სხვა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ვის აქვს პასუხისმგებლობა თუნდაც მის დატყვევებაზე, თუ არა ივანიშვილი, აბა ვინ. სხვები ვინ არიან. მე არ ვიცი, ზარქუა თუა დღეს მმართველი ამ ქვეყნის, თუ ვინ უნდა იყოს, ცოტა გაუგებარია. ამიტომ მისი პოზიციაც არის გაუგებარი, რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს და ბოლომდე გარკვეული პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია.ერთმანეთს აბრალებენ, რომ არიან მოღალატეები, თვითონ გამოდიან და ერთმანეთს აბეზღებენ, როგორც ვნახეთ ყოფილი თავდაცვის მინისტრი აბეზღებს ყოფილ პრემიერს. წარმოუდგენელი სცენარი და ცირკია. რაც აჩვენებს ყველაზე მეტად, რომ არის უნდობლობა და რომ ეს რეჟიმი მიდის ჩქარი ტემპით თავის დასასრულისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - თურმე ემუქრებოდნენ ოჯახს ამოგიხოცავთ, თუ სიტყვა გავიდა აქედანო
1787168760
"არავინ იცის, სად მივიდა საქართველოდან გატანილი საწვავი და რას მოხმარდა"
1786992306
გია ხუხაშვილი - ეს მითოლოგიაა, რომ ღარიბაშვილს რაიმე პოლიტიკური რესურსი აქვს, ან პიროვნული, ან სხვა ტიპის
1786989873
14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1786650672
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
1786624350