10:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა შეხვედრა გაიმართება სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტთან, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩისთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

 

11:00 საათზე - "ლელოში"გიორგი სიორიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: პრეზიდენტის იმპიჩმენტი

 

11:00 საათზე - სასტუმრო ჰილტონში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალ კვლევას საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2022 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ წარადგენს.

მისამართი: ჭავჭავაძის 64ა, Hilton Garden Inn.

 

11:00 საათზე - პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

 

11:00 საათზე - პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

11:00 საათზე - გლდანის ციხესთან აქცია გაიმართება.

თემა: გამოიცეს ამნისტია

საკონტაქტო ნომერი: 598 54 94 84

 

11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტის, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

 

11:00 საათზე - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “საფარი”, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მისამართი: "თბილისი, ჯანსუღ კახიძის #15 (საიას ოფისი)

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "სურსათის ბანკის" შექმნის ინიციატივა; ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასება და სარესტორნო სფეროში არსებული ვითარება."

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - სასტუმრო "ბილტმორში" მაუწყებელთა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დახურული კონფერენცია "მაუწყებლობა რეგულირებისა და თვითრეგულირების გასაყარზე (ევროკავშირის 12 რეკომენდაციის კონტექსტში) გაიმართება.

შეხვედრას გახსნის ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში.

საკონტაქტო პირი: ირმა ჭარაქაშვილი - 577 69 41 03

 

12:00 საათზე - კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე "ცოცხალი ჯაჭვი“ შეიკვრება, რომელშიც თბილისის საკრებულოს წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

მისამართი: თავისუფლების 2

 

12:00 საათზე - პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(Aკორპუსი, III სართული, ოთახი N304)

 

13:00 საათზე - პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

 

15:00 საათზე - პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება.

თემა: გამოიცეს ამნისტია და პრეზიდენტმა დაიწყოს შეწყალება.

საკონტაქტო ნომერი: 598 54 94 84

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

16:00 საათზე - "არანაირი კომპრომისი!”- არტისტერიუმის ფარგლებში აკადემიის სტუდენტების გამოფენა გაიმართება

მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა #22; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;