11:30 საათზე - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია - "ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში". კვლევას წარადგენენ საფარისა და ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორები - ბაია პატარაია, ნინო დოლიძე და მკვლევარი გიორგი ურჩუხიშვილი.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #13

საკონტაქტო პირი: თამთა კახაბერიძე +995 598 856 333

12:00 საათზე - საქართველოს პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ფრაქციის წევრები ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: 2022 წლის 20 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ ინიცირებული "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

12:00 საათზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.