11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

17:00 საათზე - პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე მოძრაობის „ხალხის სამსახურში“ საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

მისამართი: მოსკოვის გამზირი 13, კომბინატი

საკოტაქტო ნომერი: 591051601