10:00 საათზე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში გაიმართება პარა ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 2

საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია - 599 87 47 74

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორის ინგა ქარჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ბოლო პერიოდის „ფიშინგის“ შემთხვევები და კიბერთაღლითების ახალი სქემები: რა ტიპის შეტყობინებებს იღებენ მომხმარებლები facebook-ზე, WhatsApp-ში, როგორ ამოვიცნოთ თაღლითები და როგორ დავიცვათ ფინანსები ინტერნეტსივრცეში“.

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

 

12:00 საათზე - პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

13:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელთა აქცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ტარიელ მიქაცაძე - 551 500 925

 

13:30 საათზე - პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

16:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მისამართი: ქ. საჩხერე, ივანე გომართელის ქუჩა N50ა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის შენობა