10:00 საათზე - "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11:15 საათზე - “მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით - “მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ მედიის, არასამთავრობო სექტორისა, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგენს. პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი.

მისამართი: ლერმონტოვის ქ. 10; IOTA Hotel, Copper Green დარბაზი.

 

17:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ვარკეთილში, 2024 წლის იანვარში, ახალი წლის დღეებში ჩადენილი ფემიციდის საქმის განხილვა დასრულდება და სააპელაციო სასამართლო ცოლის მკვლელობაში მსჯავრდადებული 27 წლის გიორგი კავლელაშვილის განაჩენს გამოაცხადებს.

მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: ელისო რუხაძე - 599 767 383; გიორგი სელიმაშვილი - 599 427 737