10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:30 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისში (სააკაძის დაღმართი), მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე კითხვებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 644

 

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ლანა გალდავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "წახალისებული ქუჩის ტერორი და უმოქმედო ოცნების ხელისუფლება".

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.