ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული თავდასხმის დროს, უკრაინელმა დამცველებმა მოახერხეს ოკუპანტების მიერ გაშვებული ყველა ფრთოსანი რაკეტის განადგურება. სამიზნეების ჩამოგდებაში F-16-ები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები ძალიან კარგად მუშაობს — ჰაერში სამიზნეების 90% განადგურებულია. ამასთან, უკრაინისთვის ერთადერთი პრობლემა ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემების დეფიციტია.

"ჩვენ გვყავს გამანადგურებლები, გვაქვს F-16-ები, გვაქვს სხვა სისტემები, როგორიცაა Patriot, IRIS-T, NASAMS, ჩვენ ვანადგურებთ (დრონებს და რაკეტებს). მაგალითად, დღეს ჩვენმა F-16-ებმა და სხვა სისტემებმა გაანადგურეს ყველა ფრთოსანი რაკეტა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემების დეფიციტის საკითხი განიხილა.