როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ცრუ მოწმედ მიდის, მას ღირსება ჰქონდეს, ე.ი. უღირს ადამიანს ღირსება ვერ შეელახებოდა, -  ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის დედამ მარინა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გდდ-ს თანამშრომლებს ადამიანების ცემაში აღებული თანხა ურჩევნია, ვიდრე ჯილდო, მათ წინააღმდეგ ძალის არგამოყენებისთვის.

"ლევანი ე.წ. გამოყოფილ მოწმეებს გდდ-ის თანამშრომლებს მოუწოდებდა ღირსეული საქციელისკენ, ყველა ძალოვანს ფიცი აქვს დადებული სახელმწიფოს წინაშე, თავისი ქვეყნის წინაშე და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინაშე. მათ გადაწყვიტეს უღირსად მოქცეულიყვნენ, თავიანთი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, დადგნენ ცრუ მოწმეებად და დაწერეს განცხადება, რომ ღირსება შეელახათ. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ცრუ მოწმედ მიდის, მას ღირსება ჰქონდეს. ე.ი. უღირს ადამიანს ღირსება ვერ შეელახებოდა.

დღევანდელ პროცესს ნამდვილად 7 თვეა, ველოდები იმიტომ,  რომ ჩემი შვილი დაკავებული ჰყავთ იმის გამო, რომ მათ მოუწოდა,  არ დაესისხლიანებინათ თავიანთი მოქალაქეები და ამის გამო, მიიღებდნენ ჯილდოს, მაგრამ მათ ურჩევნიათ, ადამიანების ცემაში, დასისხლიანებაში აღებული პრემია მიიღონ და იცხოვრონ მშვიდად", - განაცხადა მარინა კოტრიკაძემ. 

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.