10:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

 

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "რძის პროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და გამოწვევები".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

20:00 საათზე - ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით "მედიის სოლიდარობის მარში" გაიმართება.