ბათუმში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აჭარის 24 სკოლის 350-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. "საქართველოს ბანკი" სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის №30 და №18 საჯარო სკოლები  დაუპირისპირდნენ.  ბათუმის №30 საჯარო სკოლამ  მოწინააღმდეგე, ბათუმის №18 საჯარო სკოლა 4:2 ანგარიშით დაამარცხა.

ახლა ფინალური შეხვედრა თბილისში იმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.