იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

ისინი მედიისთვის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საბჭოსგან კონკრეტულ ინფორმაციებს მოითხოვენ, კერძოდ, მათთვის უცნობია, სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ რა ტიპის გადაღების უფლება ექნებათ, როგორც ფოტო რეპორტიორებს, ისე ტელევიზიის წარმომადგენლებს. 

ამასთანავე, იუსტიციის საბჭოში სხდომაა ჩანიშნული.

ახალი ცვლილებების თანახმად, მედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქება იზღუდება. დაშვებულია მხოლოდ ფოტო და ვიდეო გადაღება წინასწარი განაცხადის საფუძველზე.