რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ასეთი დიდი კორუფცია ვერც წარმომედგინა თუ არსებობდა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის, რაც მაღალჩინოსნებზე ისმის, საშინელებაა.

"საშინელებაა, რასაც ვიგებთ ყოფილ მაღალჩინოსნებზე. ის, რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ასეთი დიდი კორუფცია ვერც წარმომედგინა თუ არსებობდა. ვერც ის, საქართველოში ამხელა თანხები თუ არსებობდა, მოსაპარადაც, არათუ საშოვნელად. ძალიან დიდი თემაა. რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია, არ ვიცი. სულ მაღალ ეშელონებში იქნება, ვთქვათ დავლენ გამგებლების, პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე თუ არ ვიცი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.