2012 წელს მე აზერბაიჯანელებთან ერთად დავიწყე დიდი ნავთობგადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ფოთის ჩრდილოეთით. ივანიშვილის მთავრობამ რუსების მითითებით ეს პროექტი შეაჩერა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყულევში უკვე რუსული საწარმოს დადგმა არა მხოლოდ კატასტროფულად აზიანებს ქალაქ ლაზიკის პერსპექტივებს, არამედ უმძიმეს საფრთხეს შეიცავს ქართული ეკონომიკისთვის.

"პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა დრაკონული სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ. ეს აუცილებლად შეეხება ყულევს და საქართველოსაც, როგორც "როსნეფტის" კლიენტებს.

სხვათა შორის, 2012 წელს მე აზერბაიჯანელებთან ერთად დავიწყე დიდი ნავთობგადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ფოთის ჩრდილოეთით. ივანიშვილის მთავრობამ რუსების მითითებით ეს პროექტი შეაჩერა.

ყულევში უკვე რუსული საწარმოს დადგმა არა მხოლოდ კატასტროფულად აზიანებს ქალაქ ლაზიკის პერსპექტივებს, არამედ უმძიმეს საფრთხეს შეიცავს ქართული ეკონომიკისთვის.

ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირმა დღეს გაამკაცრა სანქციები რუსული ნავთობის და გაზის წინააღმდეგ ე.ი. როგორც ყოველთვის, დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავის თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს, აყენებს რა დიდი დარტყმის ქვეშ მათ კეთილდღეობას“, - წერს სააკაშვილი.

აშშ-მა რუსეთის 2 უმსხვილეს ნავთობკომპანიას - "როსნეფტს" და "ლუკოილს" სანქციები დაუწესა.