ვერძი

ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი რესურსები და ნაკლებად იაქტიურეთ. ნუ იჩქარებთ სიახლეების შეტანას თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში.

კურო

შესაძლოა, თქვენმა უცერემონიო ქმედებად ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში დაძაბულობა შეიტანოს. აღსავსე ხართ ენერგიითა და ოპტიმიზმით, იმოქმედეთ გონივრულად და, შესაძლოა, მოულოდნელი ბედის საჩუქარიც დაიმსახუროთ.

ტყუპები

სასურველია, გვერდი აუაროთ საკუთარ პრობლემებს და ფხიზლად ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გამოგრჩეთ მხედველობიდან მეტად საინტერესო დეტალები.

კირჩხიბი

ამაღლებული განწყობა წარმატებული დღის წინაპირობაა. შესაძლოა, დახმარებისთვის მეგობრებმა მოგმართონ და თქვენი რჩევითა და თანადგომით წარმატებით გადაჭრათ მათი პრობლემები.

ლომი

თქვენი წარმატება პირდაპირ კავშირშია თქვენს შეუპოვრობასთან, მიზანდასახულობასთან და იმაზე, თუ რამდენად ახერხებთ ყურადღებისა და ძალების კონცენტრირებას საჭირო მიმართულებით.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში დიდი პერსპექტივები ჩნდება. გაქვთ სურვილი და შესაძლებლობაც, შეცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, წარმოაჩინოთ ლიდერის უნარები.

სასწორი

ფარული მტრების გააქტიურება და გარკვეული საკითხების საზღვრებში მოქცევა სირთულეებზე მიუთითებს, ნუ მისცემთ საშუალებას მოშურნეებს გიკარნახოთ თამაშის წესები, ერიდეთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას.

მორიელი

სასურველია, სამომავლოდ, გრანდიოზული გეგმების რეალიზებას შეუდგეთ. შეძლებთ, შთაბეჭდილება მოახდინოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე, აიმაღლოთ სოციალური სტატუსი და კარიერულადაც წაიწიოთ წინ.

მშვილდოსანი

თუ ყველა დეტალს გაითვალისწინებთ და საკუთარი თავის მიმართ მეტად მომთხოვნი იქნებით, შეძლებთ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს და წარმატებასაც მიაღწევთ.

თხის რქა

ცვლილებების დრო დადგა, გაბედულად გასწიეთ ახალი კარიერული სიმაღლეებისკენ. საინტერესო მგზავრობა და შეხვედრები გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ.

მერწყული

შესაძლოა, ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ან თავი შეგახსენონ წარსულმა შეცდომებმა, წარუმატებელმა ურთიერთობებმა. იყავით ფრთხილად და ყურადღებით.

თევზები

იმედგაცრუებების ალბათობაა. იყავით წინდახედული. ძველი ურთიერთშეთანხმების დარღვევა პარტნიორებთან კონფლიქტებსა და დაპირისპირებებს გამოიწვევს და საფრთხე, შესაძლოა , პირად ურთიერთობებსაც დაემუქროს.