ვერძი

შეგიძლიათ მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია ჭორებიდან, დაკვირვებებიდან, შემთხვევითი საუბრებიდან. ამ დღეს თქვენ განსაკუთრებული ანალიტიკური შესაძლებლობები გექნებათ და მიღებულ ინფორმაციასაც სწორად გაშიფრავთ.

კურო

მშვენიერი დღეა კუროებისთვის. თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ფულადი საქმეების მოწესრიგებას ისახავს მიზნად.

ტყუპები

კარგი დღეა ნებისმიერი დამოუკიდებელი გეგმის განსახორციელებლად. იქნება ეს საკუთარი ბიზნესი,  სწავლა თუ საყოფაცხოვრებო სამუშაოები. ყურად არ იღოთ სხვების რჩევები.

კირჩხიბი

ხვალ ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, დღე რუტინულად და მშვიდად გაატარეთ.

ლომი

ლომებმა უმჯობესია სხვებს დაუგდონ ყური და თავად ცოტა ილაპარაკონ, რადგან ისინი სხვა ადამიანების ფიქრებიდან და იდეებიდან საჭირო ინფორმაციებს გამოიტანენ, ამ ინფორმაციებს კი მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ.

ქალწული

ქალწულებმა კონცენტრირება მოახდინეთ იმ საკითხებზე, სადაც თავად წყვეტთ ყველაფერს. სხვა ადამიანების რჩევის გათვალისწინება სავალალო გავლენას მოახდენს შედეგზე.

 

სასწორი

აკონტროლეთ საკუთარი თავი, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა სხვებთან! მაქსიმალურად შეიკავეთ თავი რჩევების და შენიშვნების მიცემისგან.

მორიელი

უმჯობესია მოთმინება შეინარჩუნოთ, დაგროვილმა დაძაბულობამ შეიძლება დაუფიქრებელი და მოულოდნელი მოქმედებისკენ გიბიძგოთ. არ აჰყვეთ ემოციებს, დაისვენეთ და კრიტიკულ მომენტებში დაითვალეთ ათამდე, რათა არ თქვათ ან არ გააკეთოთ ისეთი რამ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.

მშვილდოსანი

სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც ეჭვი არ გეპარებოდათ, შესაძლოა საბრძოლველი გაგიხდეთ, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია მაინც თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.

თხის რქა

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სხვები განზრახ გაბრაზებენ, თუმცა, სჯობს გაღიზიანების მიზეზი შიგნით ეძებეთ და არა გარეთ. უმჯობესია დაკავდეთ მედიტაციით და სუნთქვითი ვარჯიშებით. 

 

მერწყული

არ დაიშუროთ ენერგია და დრო სხვების დასახმარებლად, ეს ახლა განსაკუთრებით კარგად გამოგივათ. სხვისთვის გაწეული დახმარება თქვენ არა მხოლოდ გარშემომყოფების თვალში აგამაღლებთ, არამედ თქვენს თვითშეფასებასაც გაზრდის.

თევზები

განცდა, რომ თქვენი არ ესმით და თუ ესმით, არასწორად, მთელი დღე გაგყვებათ. ამიტომ დღე მხოლოდ საკუთარი საქმეების მოგვარებას მიუძღვენით, თუ ეს შესაძლებელია, მინიმუმამდე დაიყვანეთ კომუნიკაცია.